saqarTvelos tbebi - kaxisis tba
მდებარეობა | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°45`22` ჩ. გ. 43°20`30` ა. გ. |
ფართობი | 0.05 კმ² |
საშუალო სიღრმე | 6.4 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 10 მ |
ტბა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარეების ჭობისხევისა და დვირულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფ შტოქედზე, ზღვის დონიდან 1752 მ. ფართობი 0,05 კმ², მაქსიმალური სიღრმე 10 მ. ტბის ქვაბული წარმოქმნილია სუფოზიის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა სადინარით. ტბის მიდამოებში ნაძვნარია.